ბილიარდის ისტორია

ბილიარდი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი ეს თამაში თითქმის მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული.
ბილიარდის ავტორობაზე პრეტენზიას რამდენიმე ქვეყანა აცხადებს და დღეს ძნელი დასადგენია, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ნამდვილი გამომგონებელი.

არის ვერსია, რომ ბილიარდი, ჭადრაკის მსგავსად, ინდოეთში გამოიგონეს, ბლოკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი კი ამტკიცებს, რომ ბილიარდის სამშობლო ჩინეთია, საიდანაც გენუელმა ვაჭრებმა ევროპაში აბრეშუმთან, დენთთან და კომპასთან ერთად შეიტანეს.

ინგლისელები ამტკიცებენ, რომ ბილიარდი ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში მათ გამოიგონეს და ამ თამაშის წინაპარი კროკეტი იყო. ჯონ ვილკი აცხადებს, რომ ბილიარდი ინგლისში ძველთაგანვე იყო ცნობილი და ეს დასკვნა თამაშის სახელწოდებას ეყრდნობა: მისი თქმით, თამაშს სახელი ორი სიტყვის შერწყმით დაერქვა და bal-yard-იდან მომდინარეობს ძველსაქსონურად bal არის ბურთი, ხოლო yard კი  ჯოხი (კიი).


ამ ვერსიის მხარდასაჭერად ინგლისელები ბილიარდის ადრეულ ვარიანტს იშველიებენ: მაგიდა ექვსი ლუზით და სალტით, რომელიც კროკეტის კარს წააგავს, მაგიდას პატარა პალო მოყვება, რომელსაც მოთამაშეები სამიზნედ იყენებდნენ. ამ ბილიარდს ორი ბურთით თამაშობდნენ. თუმცა მაგიდის მიუხედავად, ბილიარდის გამოგონებაში ბრიტანელთა უპირატესობას საბოლოოდ ეს საბუთიც არ ადასტურებს და საკითხი კვლავ ღიად რჩება.
შესაძლოა როდესმე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინონ უძველესი ბილიარდის ნიმუშები და გაირკვეს, რომ თამაში სულაც აფრიკაში შეიქმნა 
ინგლისურმა ბილიარდმა თავდაპირველი სახე XVIII ბოლომდე შეინარჩუნა, შემდეგ კი გვერგვი-კარი და სამიზნე-პალო გაქრა, ლუზები და ბურთები კი დარჩა.


ბილიარდი (ფრანგ. billard, სიტყვიდან bille - ბურთულა) — ბურთულებით თამაში სპეციალურ მაგიდაზე (მაგიდასაცბილიარდიჰქვია). ბილიარდის სამშობლოდ ინდოეთი და ჩინეთი ითვლება, ევროპაში შემოვიდა XVI საუკუნეში, რუსეთშიპეტრე I-ის დროს. მაუდგადაკრულ მაგიდას ბორტებზე დატანებული აქვს 6 ხვრელი (ლუზა, ფრანგულ ბილიარდს ლუზები არ აქვს), რომლებსაც ბადის პარკები ჰკიდია. თამაშობენ 3, 5 ან 16 პლასტმასის ან სპილოს ძვლის ბურთულებით. ბურთულები დანომრილია 1-დან 15-მდე, მე-16 უნომროა. ბურთულებს მაგიდაზე აგორებენ საგანგებოდ დამზადებული ხის ჯოხით (კიი). კიის სიგრძეა 1,5 .
ყოფილ საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო ბილიარდის თამაში – „ამერიკული“ (იგებს ის, ვინც პირველი ჩააგდებს ლუზებში 8 ბურთულას) დაპირამიდა“ (იგებს ის, ვინც პირველი დააგროვებს 71 ქულას).





ბილიარდი, ძირითადად, სამეფო კარის წარმომადგენლების სახელებთანაა ნახსენები ეს არცაა გასაკვირი, რადგან მეფეების ნებისმიერი ქმედება დაუყოვნებლივ ისტორიის ნაწილი ხდებოდა, ხოლო რას აკეთებდა უბრალო ხალხი, ეს არავის აინტერესებდა.


ევროპის ისტორიაში პირველად ბილიარდი 1572 წლის 24 აგვისტოსაა (ბართლომეს ღამე) ნახსენები: მეფე შარლ XI ბილიარდს თამაშობდა, როცა პროტესტანტების ხოცვა-ჟლეტის დაწყების მაუწყებელმა ზარმა ჩამოკრა. საფრანგეთის დედოფალი მარია სტიუარტი 1587 წლის 17 თებერვალს, გარდაცვალების დღეს გლაზგოს ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში თავის ბილიარდზე წუხდა.


ბილიარდის თამაში ლუდოვიკო XIV უყვარდა, იგი საკუთარ თავს ძალიან დახვეწილ და მოხდენილ ადამიანად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ეს შტრიხები ყველაზე უკეთ ბილიარდის თამაშისას ჩანდა.

რა თქმა უნდა, მეფის საყვარელი თამაში სამეფო კარზეც ძალიან პოპულარული იყო. მიშელ შამილიარი 1707 წელს სამხედრო მინისტრი სწორედ იმის წყალობით გახდა, რომ რეგულარულად აგებდა ბილიარდს მეფესთან თამაშისას ამ დროს კი შამილიარი მსოფლიოში ბილიარდის პირველი მოთამაშის ტიტულით სრულიად დამსახურებულად სარგებლობდა.
ლუდოვიკო XIV გარემოცვიდან ბილიარდის თამაში მთელ პარიზს მოედო და მის ფარგლებსაც მალე გაცდა. 1674 წელს ეტიენ ლიაზონმა ლიონში პირველად დაბეჭდა ბილიარდის თამაშის წესები.
ბილიარდის თამაში მარტო სამეფო გასართობი რომ არ იყო, ამაზე შექსპირის პიესიდან ანტონიუსი და კლეოპატრა (1608 .) ვიგებთ, სადაც კლეოპატრა თავის ევნუხ მარდიანს ბილიარდს ეთამაშება.

1827 წელს ფრანგმა ბილიარდისტმა მენგომ ტყავის ბუნიკი გამოიგონა. პატარა ტყავის საფარის მეშვეობით მან გრეხილი დარტყმების გაკეთება ისწავლა და ბილიარდის ნამდვილ ვირტუოზად იქცა: მისი ბურთები ტრიალებდა, კლაკნილი ტრაექტორიით მოძრაობდა, სხვა ბურთებს ახტებოდა. მენგო ბილიარდის საიდუმლოებებს ყველას დაუნანებლად უზიარებდა. მოგვიანებით მან წიგნიც კი გამოსცა: ბილიარდის თამაშის თეორია. სახელმძღვანელო პირველი კლასის მოთამაშედ ქცევის მსურველთათვის.
დასაშლელი კიი პირველად 1829 წელს დაამზადეს.

ბილიარდის მაგიდის გადასაკრავად მაუდის გამოყენება 1935 წელს დაიწყესხოლო 1845 წელს რეზინის ვულკანიზაციის გამოგონების შემდეგ მაგიდის ბორტებიც რეზინით დაიფარა.





Комментарии

Популярные сообщения из этого блога